ქედაში მოსახლეობასა და მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

ქედის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი დაურიგდათ, რომელშიც გარდა საკონტაქტო ინფორმაციებისა, აღწერილია მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები, კომპეტენციები, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მექანიზმები.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის სათათბირო ორგანო-საბჭო ხალხსა და მერიას შორის კომუნიკაციას ამყარებს, საბჭოს წევრები მოქალაქეების მოთხოვნების შესწავლასა და მათ საჭიროებებს უშუალოდ მერს აცნობენ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები