ბრიტანეთში მასობრივი მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა – სატვირთოში 39 ცხედარი აღმოაჩინეს

ბრიტანეთში, ესსექსის საგრაფოში, სატვირთოს კონტეინერში პოლიციამ 39, მათ შორის ერთი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს. ცხედრები საგრაფოს სამრეწველო პარკში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს შევიდა.
მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სატვირთოს 25 წლის მძღოლია დაკავებული. პოლიციამ ცხედრების იდენტიფიცირება დაიწყო. Waterglade-ის პარკში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები