პენტაგონის ხელმძღვანელი სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ფონზე, ერაყში ჩავიდა

პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი ბაღდადში ჩავიდა.

Reuters წერს, რომ ესპერი, სავარაუდოდ სირიიდან ერაყში დისლოცირებული ჯარის საკითხს განიხილავს, კერძოდ, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი ქვეყანაში.

ერაყში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მიერ სირიიდან ჯარის ერაყში გადასროლა ხდება, თუმცა მათ ამის უფლება არ აქვთ და ქვეყანაში მხოლოდ ტრანზიტის საფუძველზე დარჩებიან.

თუმცა, ესპერი აცხადებდა, რომ ჯარი ერაყის დასავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის და „ერაყის დაცვის“ მიზნით მიემართება.

22 ოქტომბერს კი, უკვე განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ვაშინგტონი ჯარის უკან დაბრუნებას გეგმავს.

ესპერი ერაყელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები