ფარეხასთან მსუბუქი ავტომობილი არხში გადავარდა

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა .

ფარეხასთან TOYOTA-ს მარკი მსუბუქი ავტომობილი არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“დიდი მანქანა მოდიოდა, იმას გაჰკრა გვერდი, მოცურდა და გადავარდა. გზის ნაპირზე ბოძი იდგა, იმას დაეჯახა და მოგლიჯა”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” თვითმხილველებმა.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რის გამოც ავტომობილის მძღოლი  250 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები