კიევის ცენტრში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

კიევის ცენტრში, გვიან ღამით, ყუმბარა აფეთქდა, რომლის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი კი, მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც მედიას კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გერმან პრისტუპამ განუცხადა, ერთ-ერთი დაღუპული 1966 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც დონბასში იბრძოდა.

მეორე დაღუპული, იმ შენობის დაცვის წევრია, რომელთანაც მოხდა აფეთქება.

გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო, სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები