ლუკაშენკო: ბელარუსის საზღვართან დაძაბულობა მატულობს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს, მათ შორის ვითარება სულ უფრო იძაბება რესპუბლიკის საზღვართანაც.

ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა დაჯილდოების დროს განაცხადა.

„პლანეტაზე დაძაბულობა ყოველ საათს მატულობს, ბელარუსის საზღვრების ახლოსაც იძაბება მდგომარეობა. კეთილმეზობლობის ქამრის მაგივრად, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არასტაბილურობა იკვეთება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანვე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უთხრა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ „დესტრუქციულ ძალების მშვიდობის დარღვევის საბაბიც კი არ ჰქონდეთ, რომელიც ბელარუსშია შექმნილი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები