ოსლოში შეიარაღებულმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და გამვლელებს დაეჯახა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NRK ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მანქანის მისამართით ცეცხლი გახსნა.

„ავტომობილი გავაჩერეთ, ცეცხლი გავხსენით, გამტაცებელი მსუბუქად დაშავდა“, – განაცხადეს პოლიციაში.

მანქანის დაჯახების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია, რომლეიც ეტლში იჯდა.
ამჟამად პოლიცია ინციდენტთან კავშირში მყოფ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები