ერაყში საპროტესტო აქციას სულ მცირე 150 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ოქტომბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის დროს, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ ერაყში დემონსტრაციებზე ადამიანების დაღუპვის შესახებ შექმნილი სპეციალური კომისიის მოხსენებაშია ნათქვამი.

დაღუპულთა შორის 8 ძალოვანია.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ადამიანების დაღუპვის მიზეზი საბრძოლო იარაღის გამოყენებამ და გადამეტებულმა ძალამ გამოიწვია.

გარდა ამისა, კომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში ყველა მაღალჩინოსანი იყოს თანამდებობიდან გათავისუფლებული.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის სფეროში პრობლემების მოგვარებას და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები