სოჭში ერდოღანის და პუტინის შეხვედრა დაიწყო

სოჭში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, საუბარი იქნება „შინაარსობრივი, რთული და ხანგრძლივი“, სადაც ლიდერებს უამრავი საკითხის განხილვა მოუწევთ.

როგორც აქამდე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებდა, შეხვედრაზე სირიის საკითხი განიხილება.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთ-სირიის საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მწვავე“ უწოდა.

„იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ის დონე, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღწეული, ყველა საკითხის დარეგულირებაში თავის როლს შეასრულებს და ყველა რთულ კითხვაზე პასუხების მოძებნაში შეუწყობს ხელს, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ინტერესებს“,- აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები