ანკარამ მაიკ პომპეოს განცხადებას უპასუხა

ანკარა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, თურქეთთან შესაძლო ომთან დაკავშირებით, თარგმანის შეცდომად აფასებს.

როგორც უზბეკეთში თურქეთის ელჩმა მეჰმეთ სურეია ერმა განაცხადა, „ის ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას არ გააკეთებდა“.

„ვფიქრობ, ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია, თარგმანის შეცდომა. არ მგონია, მაღალჩინოსანი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წერილობითი, პროტოკოლური განცხადებები“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ CNBC – სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებისთვის არის მზად, თუმცა „ომს მშვიდობას“ ამჯობინებს.

„მაგრამ, თუ სამხედრო ქმედება გახდა საჭირო, უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ამგვარი ქმედებისთვის მზად არის“,- განაცხადა პომპეომ.

დღეს საღამოს იწურება ის ვადა, რომელიც ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და თურქეთის ლიდერს შორის იქნა მიღწეული, რომლის მიხედვით, ერდოღანმა 120 საათით სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის სანაცვლოდ კი ანკარა ქურთებისგან უსაფრთხოების ზონის დატოვებას ითხოვს.

თუმცა, 18 ოქტომბერს ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ 22 ოქტომბრის საღამომდე ქურთები ტერიტორიას არ დატოვებენ, ანკარა სამხედრო ოპერაციის უფრო დიდი ძალით განაახლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს თურქეთის ლიდერი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, რომელთანაც სირიის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები