ნოდარ ხადური კომპანია „LAZARD“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია „LAZARD“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა, 23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შორის დავოსში გამართული შეხვედრის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს. “როგორც ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია აქტიურად განაგრძობს საქართველოს ბიზნესგარემოს შესწავლას და ქვეყანაში ინვესტიცების დაბანდების შესაძლეობლობას. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ დაინტერესებისთვის, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია იჩენს საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება“,-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. „Lazard“-ი დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1848 წელს. კომპანია 26 ქვეყნის 40 ქალაქში საქმიანობს. სათავო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წელს 1971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები