ბოლივია არეულობებმა მოიცვა – სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ბოლივიის მსხვილ ქალაქებში, 20 ოქტომბერს ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გავიდა.

ლა-პასეში, სუკრესა და ორუროში აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

კერძოდ, ორუროში ხალხი რეგიონალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბა და ხანძარი გააჩინა.

ლა-პასეში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ქვეყნის ცესკომ ოქმების 95,63% დათვალა, რომლის შედეგად მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა, რომელიც ქვეყანას 14 წლის განმავლობაში მართავს, ხმების 46, 85% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ექს-პრეზიდენტმა კარლოს მესამ კი – 36, 74%.

სულ პრეზიდენტად კენჭს 9 კანდიდატი იყრიდა.

ბოლივიის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც 50%-ზე მეტ ხმას მიიღებს, ან 40%-ზე მეტს დააგროვებს, იმ პირობით თუ მეტოქესთან შედარებით 10%-ზე მეტი ხმა ექნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები