რუსი რეჟისორი მოსკოვის მავზოლეუმიდან ლენინის სახით „გერმანელი ჯაშუშის“ გატანას და დამარხვას ითხოვს

რუსეთის სახალხო არტისტმა, რეჟისორმა ანდრეი სმირნოვა მოსკოვის მავზოლეუმიდან ვლადიმირ ლენინის სახით „გერმანელი ჯაშუშის“ ნეშტის გატანა და დამარხვა მოითხოვა.

ასევე მისი თქმით, საჭიროა „ყველა იმ დამნაშავის სხვაგან დამარხვა, ვინც კრემლის კედლის გასწვრივ არის დაკრძალული“.

„მავზოლეუმში გერმანელი ჯაშუში წევს. ადამიანი, რომელმაც პარვუსის მიერ ნაშოვნი ფული მიიღო – ეს გერმანიის გენშტაბის ფული იყო. წითელი გვარდია, რომელიც ამ დროს მოქმედებდა, ამ ფულიდან ფინანსდებოდა. ეს სამარცხვინოა. ამ დრომდე დადის იქ ხალხი და მის წინაშე ქედს იხრის“, – განაცხადა რეჟისორმა.

სმირნოვის თქმით, რუსეთი ძველი დროიდან ვერ გამოვიდა იმის გამო, რომ ბევრი ქალაქის ქუჩა დღემდე კომუნისტური მოღვაწეების სახელს ატარებს – ლენინის, ფელიქს ძერჟინსკის, მოისეი ურიცკის.

„რუსეთი ამ ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდეს. ყველაფერს სახელი უნდა შეეცვალოს. ყველა სოფელშია, ამ მახინჯის, ძეგლი, რომელმაც რუსეთის ისტორია შეცვალა და სრულ კოშმარად აქცია. წითელი მოედანი კი, მთავარი სავაჭრო მოედანი უნდა გახდეს, როგორიც ის საუკუნეების განმავლობაში იყო“,-აღნიშნა რუსეთის სახალხო არტისტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები