თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლებისა და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიასა და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმისა და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირისა და დოდო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები