ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ საქართველოსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ცალმხრივ რეჟიმში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროგრამის ფარგლებში, გრძელდება სახელმწიფოებს შორის საზღვრის გავლების სამუშაოები”.

კერძოდ კი, სოფელ წნელისთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს უკანონო შეღწევის პრევენციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ „ღონისძიებები ცალმხრივ რეჟიმში ტარდება, რადგან თბილისი პრინციპულად უარს ამბობს საზღვრის აღმნიშვნელ სამუშაოებში მონაწილეობაზე“.

„თბილისის რეჟიმის არაკონსტრუქციული პოზიცია დაძაბულობის ზრდისკენ არის მიმართული, სხვადასხვა ტიპის საფრთხეების გაჩენისკენ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც მოსაზღვრედ ცხოვრობენ, ასევე სხვადასხვა სახის „საზოგადო მოღვაწეების“ აქტივიზაციისკენ, რომლებიც სასაზღვრო პრობლემას თვითპიარისთვის და პოლიტიკური კაპიტალის მოგროვებისთვის იყენებენ.

ასე მაგალითად, 19 ოქტომბერს ე.წ. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ მისთვის დამახასიათებელ თეატრალურ მანერაში სამხრეთოსეთელი მესაზღვრეების მუშაობისთვის ხელის შეშლა სცადა, ამასთან საქართველოს ხელმძღვანელობა და პოლიცია „კრემლთან კოლაბორაციასა და ხელის შეწყობაში“ დაადანაშაულა. ამის შემდეგ საქართველოს შსს-მ, ძალის გამოყენებით, მისი იზოლირება მოახდინა და ფაქტობრივად „შინა პატიმრობა“ მიუსაჯა“,-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, როგორც ყოველთვის, „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმატებული ქმედება“ და პირადი შენატანი „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების“ საკითხში დააფიქსირა.

„ამასთანავე, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ქაცარავას, ქართველი პოლიციელების და სადამკვირვებლო მისიის ქმედება წინასწარ დაგეგმილ, შეთანხმებულ ხასიათს ატარებს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევისკენ არის მიმართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისეთი აზრის მიწოდებისკენ, რომ თითქოს, ქართული მხარე მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა. დაძაბულობის დეესკალაცია, რომელიც ოფიციალური თბილისის და მისი დასავლელი კურატორების აგრესიული ქმედების შედეგად წარმოიქმნა, შესაძლებელია სამხრეთ ოსეთის და თბილისის მიერ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე ორმხრივი საერთაშორისო კომისიის შექმნით, ასევე სამხრეთ ოსეთთან ცივილური საერთაშორისო ურთიერთობის დალაგებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები