გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა მეჩეთში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

გერმანიის, ქალაქ დორმტუნდის მეჩეთში დაუდგენელმა პირებმა, გვიან ღამით, რამდენიმე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.

როგორც Bild-ს ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, ბოროტმოქმედებმა კი, მიმალვა შეძლეს.

ადგილზე პოლიციელების მისვლის მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

სამართალდამცველები მომხდარის ერთ-ერთ მოტივად სირიის ჩრდილოეთით ქურთებსა და თურქეთს შორის კონფლიქტს განიხილავენ, თუმცა სხვა ვერსიებიც არ გამოირიცხება.

მათივე თქმით, ქალაქის მეჩეთებს ყურადღებით აკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები