გორსა და ხაშურში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საჯარო ლექციებს ჩაატარებს

23 ოქტომბერს გორსა და ხაშურში, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია, საჯარო ლექციების სერიას ატარებს თემაზე, “პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“.

“პროექტის მთავარი მიზანი არის ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავება, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები