“მოსახლეობაში განწყობა არის პარტნიორული – მათ მიერ დასმული საკითხები მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტში კვათანის უბანის, ნაღოხაშის უბანისა და თავისუფლების ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს პარლამეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მუნიციპალიტეტების შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქ აბაშის  ცენტრალური უბნების მცხორებლებთან გავმართეთ. მოსახლეობაში განწყობა არის პარტნიორული, თანამშრომლური. ჩვენ მათ მიერ დასმულ საკითხებს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასახული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.
შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაზიფიცირება და სანიაღვრე არხების გაწმენდა გამოკვეთა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები