შიდა ქართლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი , საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

შეხვედრებზე აღამასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოში განსახორციელებელ პროექტებზე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

“მიმდინარეობს აქტიურად სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები. დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გვქონდა შეხვედრა.ასეთი შეხვედრების მიზანია უშუალო კომუნიკაციის დამყარება ადგილობრივებთან , მათი პრობლემების გაცნობა. რათა შემდგომ ის პროგრამები, თუ პროექტები რასაც სახელმწიფო ახორციელებს მაქსიმალურად იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს”,-  განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეხვედრებს დადებითად აფასებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

“ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები და ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ადგილობრივ მოსახლეობას გვაქვს საშუალება მივაწოდოთ ინფორმაცია, იმ პრობლემების შესახებ, რაც გვაწუხებს. მე პირადად ექიმი ვარ და ამ ოთხ სოფელს სჭირდება ამბულატორია. მოვიდნენ , ერთად ვნახეთ და შევარჩიეთ ადგილი, სადაც ახალი სამედიცინო პუნქტი აშენდება . ახლანდელი ამბულატორიის მდგომარეობა იმდენად სავალალოა ,რომ მეშინია პაციენტის მიღების დროს იატაკი არ ჩაინგრეს” – განაცხადა ბრეთის მკვიდრმა, თამარ ოქროპირიძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები