რაჭაში, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურში,სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში , რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მეწარმე ქალებთან​ შეხვედრა-ტრენინგი ჩატარდა​ ​.

შეხვედრა-ტრენინგის ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა ფინანსების ხელმისაწვდომობაზე და სახელმწიფო პროგრამებზე, ექსპერტ-იმპორტის შესაძლებლობებზე,  პირველადი წარმოების სტანდარტი/შრომის უსაფრთხოებაზე, გადამამუშავებელი პროდუქციის სტანდარტზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიება, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით,  ჩატარდა.

ამსგავსი შეხვედრები სამეგრელოში, გურიაში, ქვემო ქართლსა და კახეთშიცაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები