ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანდიდატების საჯაროდ მოსმენამ აჩვენა, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებია

0

მოსამართლეობის კანდიდატების ღია ინტერვიუმ და ამ ყველაფრის საჯაროდ მოსმენამ აჩვენა, რომ სასამართლოში უსერიოზულესი და სისტემური პრობლემებია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ისეთი კანდიდატები არიან ამ 20 კაციან სიაში, რომ ვერ უძლებენ კრიტიკას, ვერანაირ სტანდარტს. ამ პროცესმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, დიდი რეფორმების შემდეგ, რაც სასამართლოში გატარდა, შედეგი არის ძალიან მძიმე. უვადოდ არიან მოსამართლეები დანიშნული, რომლებიც ვერც კვალიფიკაციით და ვერც კეთილსინდისიერებით ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ ტესტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გახსნა არ არის ხელისუფლების დამსახურება, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ის 10 კაციანი სია გავაჩერე. თურმე, უსაფუძვლოდ არ გვქონდა ეს კრიტიკული პოზიცია“, – განმარტა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი