უკრაინაში 9 თვეში 55 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარის სერგეი ტომილენკოს განცხადებით, 9 თვეში ქვეყანაში თავს 55 ჟურნალისტს დაესხნენ.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში 19 თავდასხმა მოხდა, პირველ 6 თვეში კი 36 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ „მედიის წარმომადგენლების პროფესიული მოვალეობის შესრულების, ხოლო მოქალაქეების სიმართლის მიღების უფლება იყოს გარანტირებული, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიული გამოძიება და თავდამსხმელთა დასჯა“.

„თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ თავდასხმებთან დაკავშირებით ვიგებთ სიახლეებს“, – დაწერა ტომილენკომ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები