ჯარჯი აქიმიძე: დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში

0

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ დავაში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ აქიმიძემ სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის 60%-ის წილზე ყადაღის დადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. სამართლიანობა არ აღდგება იქამდე, ვიდრე „რუსთავი 2“ არ დაუბრუნდება თავის დამფუძნებლებს. კარგია, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სასამართლო პროცესი. როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ამას იმედია, ყველა ერთად ვიხილავთ. რაც შეეხება 60%-ს, ჩვენ ვითხოვდით, ჩვენს კუთვნილ 6 0%-ზე ყადაღის დადებას და კარგია, როდესაც სასამართლომ ეს გაითვალისწინა. ეს ნიშნავს იმას, რომ დავის დასრულებამდე დღევანდელ მეპატრონეს არ შეეძლება გაასხვისოს წილების 60-%“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო.

კომენტარები

კომენტარი