აშშ-მა უკრაინას ორი საპატრულო ტიპის კატერი გადასცა

აშშ-მა უკრაინას ორი Island-ის ტიპის საპატრულო კატერი გადასცა. კატერები უკრაინას ჯერ კიდევ 2018 წელს მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბალტიმორში ყოფნის დროს გადაეცა.

ამჟამად კატერები ოდესის პორტში ექსპლუატაციაში შეყვანის ეტაპს გადიან.

კატერებს პორტში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა და აშშ-სა და კატერების პირადი შემადგენლობა დახვდა.

როგორც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში განაცხადეს, კატერები შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები