კადიროვი სირიიდან დაბრუნებულ მებრძოლებს “თეატრში ბილეთებს, ან სასაფლაოზე ადგილებს” დაახვედრებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გამოჩნდებიან, მზად არის მათ წინააღმდეგობა გაუწიოს.

ამის შესახებ კადიროვმა რუსულ ტელეარხზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტებთან ბრძოლისთვის რესპუბლიკაში სპეცდანაყოფებია მომზადებული.

„სიამოვნებით მივიღებთ მათ. იქნება ეს თეატრში ბილეთები თუ სასაფლაოზე ადგილები – ჯერჯრობით უცნობია“,- განახცხადა კადიროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარს სირიაში წესრიგის დამყარება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები