მევლუთ ჩავუშოღლუ: ქურთებმა უსაფრთხოების ზონის დატოვება დაიწყეს
სირიელი ქურთების ძალები ქვეყნის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის დატოვება დაიწყეს, თუმცა მათი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი ირღვევა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში გამოსვლის დროს განაცხადა.
„სირიელი ქურთების თავდაცვის ძალების მხრიდან ცეცხლის რეჟიმი გრძელდება. მასზე ვპასუხობთ. ვხედავთ, რომ მათ ჩვენს მიერ განსაზღვრული ზონის დატოვება დაიწყეს. ზავის რეჟიმის დასრულებამდე 35 საათი დარჩა. თუ ტერორისტული დაჯგუფებები ზონას მთლიანად არ დატოვებენ, ოპერაციას ისევ გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, 22 ოქტომბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და მის თურქ კოლეგას შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარა კრიზისის პოლიტიკური და არა სამხედრო დარეგულირების მომხრეა.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქურთთა მშრომელთა პარტიის წევრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.
17 ოქტომბერს კი, თურქეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდნენ.
რეჯეპ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ პენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ანკარა სამხედრო ოპერაციას 120 საათით წყვეტს, იმისთვის რომ ქურთებმა დაკავებული ტერიტორია დატოვონ, სადაც ერდოღანი 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილის დასაბრუნებლად უსაფრთხოების ზონას მოაწყობს.
18 ოქტომბერს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ 22 ოქტომბრის საღამომდე ქურთებმა ტერიტორია არ დატოვეს, ანკარა სამხედრო ოპერაციას უფრო გაძლიერებულად გააგრძელებს.