იაპონიას კიდევ ორი დამანგრეველი ტაიფუნი უახლოვდება
იაპონიას კიდევ ორი დამანგრეველი ტაიფუნი „ნეოგური“ და „ბუალოი“ უახლოვდება.
პირველი ტაიფუნი, სავარაუდოდ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 22 ოქტომბერს დაატყდება, მეორე აღმოსავლეთ სანაპიროს 26 ოქტომბერს.
12 ოქტომბერს იაპონიას ტაიფუნი „ხაგიბისი“ დაატყდა, რომლის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაკარგულად ითვლება, 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.