დღეს პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

0

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ.

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილი საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარსდგება. ის დეპუტატების კითხვებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით უპასუხებს.

მინისტრი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი