მევლუთ ჩავუშოღლუ: სირიის ქალაქებიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ

0

სირიის ქალაქებიდან, მანბიჯიდან და კობანიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში და ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო არმიის ნაწილი ქურთების მოწვევის შემდეგ იმყოფება. სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირე კი, რუსეთია.

აშშ-ის შუამავლობით, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტას 17 ოქტომბერს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.

კომენტარები

კომენტარი