ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავრობას დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავრობას ბაქოში საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობისას რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ ინფორმაციას “Deutsche Welle” (დოიჩე ველე) ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე ევროპის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლის, მაია კოსიანიჩის სახელით გამოქვეყნდა. კერძოდ, ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციის დაშლის და მომიტინგეების დაკავების პროცესში პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ უფლებას უზრუნველყოფს და დემოსნტრანტებს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის 60 მონაწილე 19 ოქტომბერს დააკავეს. 42 მათგანი მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. ხელისუფლების თქმით, მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, თუმცა ოპოზიციამ აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა. 200-მდე ადამიანმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეჭრა სცადა, პოლიციამ მომიტინგეები სწორედ მაშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები