იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შემდეგ დაკარგულებს ისევ ეძებენ
იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შემდეგ დაკარგულებს ისევ ეძებენ. 10 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. იაპონიის პრემიერის შინზო აბეს განცხადებით, თანხა გამოყოფილია, თუმცა აღდგენით სამუშაოებს გარკვეული დრო დასჭირდება.
ტაიფუნმა “ჰაგიბისმა” 79 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კალაპოტიდან 47 მდინარე გადმოვიდა. სტიქიამ 100-ზე მეტი მეწყერი გამოიწვია.
იაპონიაში დღეს ათასობით ადამიანი ისევ უსახლკაროდ არის დარჩენილი.