აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარს სავარაუდოდ ერაყში გაგზავნის
აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს სავარაუდოდ დასავლეთ ერაყში გაგზავნის,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერს-ი” ამერიკის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.
მისივე განმარტებით, სირიიდან 1000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება.
აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანა თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შედმეგ გადაწყვიტა.