ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირის რეგიონში ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირის რეგიონში ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ინდოელი სამხედრო, ერთი ინდოელი და 6 პაკისტანელი მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა. ხოლო სამი ინდოელი და 8 პაკისტანელი სამოქალაქო პირი დაიჭრა.

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის გამოც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. თავის მხრივ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის უფროსმა ფარუქ ჰაიდერმა სროლის დაწყებაში ინდოეთი დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები