იუსტიციის დღე ხონის ახლად გახსნილ იუსტიციის სახლში აღინიშნა

პროფესიული დღესასწაული, იუსტიციის დღე ქალაქ ხონში აღინიშნა.  დღესასწაული ვიცეპრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისტემის თანამშრომლებს პირადად მიულოცა.

აღნიშნულ ზეიმს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები, სამინისტროს წარმომადგენლები და იუსტიციის სახლის ოცდასამივე ფილიალის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სწრაფი და უმაღლესი ხარისხის მომსახურებისთვის ოზურგეთის, ფოთისა და ახალციხის ფილიალები დაჯილდოვდნენ.

იუსტიციის დღე ყოველ წელს 11 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებით თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა, წელს პირველად პროფესიული დღესასწაული ხონის ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში იზეიმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები