გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტის კონსტიტუციაში ჩაწერა იყო შეცდომა

„ხელისუფლების შეცდომა თავიდანვე იყო ის, როდესაც ასეთი ტიპის პროექტი შეიტანეს კონსტიტუციაში და ამას ამხელა მნიშვნელობა მიანიჭეს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობლიამ ტვ პირველის თოქშოუპირველებში” განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას შეჰქონდა ეს პროექტი კონსტიტუციაში და ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაშინ უფრო თანმიმდევრულები უნდა ყოფილიყვნენ და ალბათ თვითონ უნდა შეესრულებინათ ეს პროექტი, ნაცვლად იმისა, რომ გადაეცათ კერძო კონსორციუმისთვის.
„კერძო კონსორციუმისთვის ასეთი ტიპის პროექტის შესრულება და დაფინანსირების მოძიება არის ძალიან რთული. ეს პრობლემა განსაკუთრებით გართულდა იმის შედეგად, როდესაც ინვესტორები ანგარიშობდნენ პროექტის კომერციულ მომგებიანობას. თუ ჩვენ გადავეცით ეს კონსორციუმს, ინვესტორი რომ მოეყვანათ 100 მილიონ დოლარზე, რომელთაც უნდა ჩაედოთ ფული, ამიტომ ეს ინვესტორები ანგარიშობდნენ კომერციულ მომგებიანობას, რაც არც ისე მარტივი გამოდის, ამიტომ კონსორციუმს რა თქმა უნდა შეექმნა პრობლემები თავის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ მოეზიდა ინვესტორები, ვინც ჩადებდა ფულს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები