გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა შს მინისტრი მივიდა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. ის ვითარებას ადგილზე ეცნობა.
მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ხელმღვანელი ვაჟა სირაძე იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები