რას წერს სვანეთით აღფრთოვანებული აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სოცქსელში

საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუქ გვერდზე ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის სვანეთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ელიზაბეთი განსაცვიფრებელ თავგადასავალს უწოდებს სვანეთში მოგზაურობას და მოუწოდებს ყველას მოინახულოს საქართველოს ბუნების “საგანძურები”.

„რა შეიძლება იყოს სვანეთის მთებზე უფრო ლამაზი შემოდგომაზე? ამ დღეებში მესტიიდან უშგულში ლაშქრობა განსაცვიფრებელი თავგადასავალი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველას მოვუწოდებ, მოინახულოს საქართველოს ბუნების საგანძურები ამ შემოდგომით და მთელი წლის განმავლობაში!” – ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ⁣

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები