ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმში ISOP2019, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება. სიმპოზიუმზე საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი და სამოქმედო გეგმა დაისახა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, “ქართუ” ჯგუფის პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე. სიმპოზიუმის ფარგლებში, გაიმართება პირისპირ შეხვედრები მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან, კლინიკებთან და სხვადასხვა პროტონული თერაპიის ცენტრის წარმომადგენლებთან. სიმპოზიუმზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის, ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი.ფორუმი ბელგიური კორპორაცია IBA-ს აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლუკ ჰერრემანმა გახსნა. ბელგიურ მეგაკომპანია IBA-სთან პარტნიორიბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებელი და პროტონული თერაპიის ცენტრი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები