ავღანეთში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა, მანამდე 31 დაღუპულის შესახებ ვრცელებოდა ინფორმაცია. 60-მდე ადამიანი კი დაშავებულია. მეჩეთს “რაკეტა” იმ დროს ესროლეს, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა. აფეთქების დროს მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა. ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები