ბარსელონაში დემონსტრანტებმა პორტის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს – პოლიციამ ძალა გამოიყენა

ბარსელონაში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, როცა მათ პორტის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

გაზეთის ABC-ის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიას ეროვნული გვარდია და კატალონიის სამართალდამცველი ორგანოების Mossos d´Esquadra-ს თანამშრომლები იცავენ.

აქციის მონაწილეებს საკრუიზო ლაინერების ტერმინალის დაბლოკვა უნდოდათ.

პორტთან ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
დღეს, ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილმა საგრადა-ფამილიას შესასვლელი დაბლოკეს, რის გამოც ტაძარში შესვლა აიკრძალა, შიგნით მყოფმა ტურისტებმა შენობის დატოვება მხოლოდ 2 საათის შემდეგ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები