შალვა ოგბაიძე: სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში მიმდინარე პროცესებში ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ხარვეზის დანახვა სუბიექტურია

სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში მიმდინარე პროცესებში ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ხარვეზის დანახვა სუბიექტურია, – ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა, შალვა ოგბაიძემ დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

შალვა ოგბაიძე ოპოზიციის მიერ ტაქსების რეფორმის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“მეუხერხულება, რომ ჩემი კოლეგები მხოლოდ და მხოლოდ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. გარდამავალ პერიოდში ტაქსების რაოდენობა შემცირდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა ეს ვითარება მალევე დასტაბილურდა“ – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

დეპუტატის თქმით, “ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

“ფაქტია, რომ მძღოლების რაოდენობა იზრდება. კარგია ისიც, რომ ახალი რეგულაციების ფარგლებში, ტექნიკური ინსპექტირების გავლა თითოეულს მოუწია. პრობლემა, რომელზეც საზოგადოებაში აქამდე ბევრს საუბრობდნენ, რომ ავტომობილები მწყობრში არ იყო, არ აკმაყოფილებდა სანიტარულ ნორმებს, ახალი ინიციატივით გამოსწორდა,“ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრმა ,”მანის“ მარკის ახალი ავტობუსების დამატების შესახებაც ისაუბრა. შალვა ოგბაიძის თქმით, კონკრეტულად მის სამაჟორიტარო ოლქში, გლდანის რაიონში, ამ ეტაპზე 4 ახალი ავტობუსი გამორჩეულად გადატვირთულ ხაზებს ემატება.

დეპუტატის თქმით, მეტროპოლიტენსაც 10 ახალი შემადგენლობა შეემატება, რაც მგზავრთა ნაკადს 150 000 ადამიანით გაზრდის.
,”მანიპულაცია თემით, რომ ლოდინის დრო მეტროში გაზრდილია, სწორი არ არის. უფრო მეტიც, ვაგონების დამატებით ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ლოდინის რეჟიმი 2 წუთს არ აღემატებოდეს, “ – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები