ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ავღანეთში, გერათის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რამდენიმე საათის წინ, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები