ქურთების მტკიცებით, შეთანხმების მიუხედავად, თურქეთი სირიაში იერიშებს განაგრძობს

„სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) მტკიცებით, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, თურქეთი სირიის ჩრდილოეთით ქალაქებზე იერიშებს აგრძელებს.
მათი თქმით, რას-ელ-აინში საარტილერიო სროლა გრძელდება, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება, განსაკუთრებულად ისეთი ობიექტები იცხრილება, რომლებიც საავადმყოფოებთან ახლოს მდებარეობს.
ასევე, გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ სასწრაფო დახმარების ოთხმა ბრიგადამ რას-ელ-აინში მოხვედრა ვერ შეძლო.
17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-სა და თურქეთს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას 5 დღით წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები