იაპონიაში ტაიფუნ „ხაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ხაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა, 8 დაკარგულად ითვლება, 400-მდე ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ის ავრცელებს.
იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი გასულ კვირას დაატყდა, რომელსაც ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა ახლდა. ციკლონის შედეგად ათობით მდინარე ადიდდა, და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიტბორა.

ქვეყნის 19 პრეფექტურაში 146 მეწყერი დაფიქსირდა, დაზიანებულია 10 ათასამდე საცხოვრებელი სახლი.

ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე 30 ათას სახლს შეეხება, სასმელი წყლის გარეშე 95 ათასი სახლი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები