ბარსელონაში “საგრადა-ფამილია” დაკეტეს, ტაძარში ტურისტები იმყოფებიან(ვიდეო)

ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ტაძარი Basílica de la Sagrada Família (წმინდა ოჯახის ტაძარი) დაიკეტა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ტაძარში შესასვლელი დაბლოკეს.
როგორც მედიას განუცხადეს, ტაძარში ტურისტები იმყოფებიან, თუმცა რამდენი ადამიანია უცნობია.
შეკრებილები სკანდირებენ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ და „პუჩდემონი – ჩვენი პრეზიდენტია“.
კატალონიაში საპროტესტო აქციების მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გამართეს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეზე კარლეს პუჩდემონზე კი ევროპის ორდერი მეორედ გაიცა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქაალაქებში არეულობის ფონზე სულ მცირე 550 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 200 პოლიციელია, 100-ზე მეტი დააკავეს.

ბარსელონაში აქციის მონაწილეები მანქანებს და ნაგვის ურნებს უკიდებენ ცეცხლს, მაღაზიებს არბევენ, ქვებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები