ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში ტრადიციული ექვთიმეობა საზეიმოდ აღინიშნა (ფოტოკოლაჟი)

ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ექვთიმეობა კულტურული ღონისძიებებით აღნიშნეს. ლიტერატურული საღამოს ფონზე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმოდგენა მიმდინარეობდა.

ღონისძიებას ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან სტუმრად მყოფი დელეგაციაც ესწრებოდა. სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის მსგავსი სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიაში პირველია და მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს. მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები