კარლეს პუჩდემონი პოლიციაში გამოცხადდა

კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი, ბრიუსელში ფედერალურ პოლიციაში ადვოკატებთან ერთად, ნებაყოფლობით გამოცხადდა.

Catalan News-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მან მოსამართლეს შეახსენა, რომ როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი იმუნიტეტით სარგებლობს.

გამოცემა წერს, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექსტრადაციასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტამდე, პუჩდემონს არ დააკავებს, თუმცა პოლიტიკოსმა ბელგია მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში დატოვებს.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დააორგანიზეს, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეზე კარლეს პუჩდემონზე კი ევროპის ორდერი მეორედ გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები