უკრაინამ დონბასში ამნისტიისთვის საჭირო ყველა კანონი მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვასილი ბოდნარის განცხადებით, კიევმა ყველა ის საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებიც მინსკის შეთანხმებების ფარგლებში ამნისტიას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ბოდნარმა პარლამენტში მთავრობისადმი შეკითხვების საათის ფარგლებში განაცხადა.

„უკრაინამ ყველა საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებიც მინსკის შეთანხმებების შესრულების კონტექტსში, სამართლებრივ ჭრილში ამნისტიის შესრულებას ითვალისწინებს. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, პირების სასჯელისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ორგანოების არჩევის შემდეგ, უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში“,-აღნიშნა დიპლომატმა.

ამასთან, მისი თქმით, ამნისტია არ შეეხება ისეთი დანაშაულის ჩამდენს პირებს, როგორიც არის გენოციდი და სამხედრო დანაშაულებები, ასევე იმათ, ვინც მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები