თურქეთ-ირანის საზღვართან ორმხრივი სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

თურქეთში, ვანის პროვინციაში, თურქეთ-ირანის საზღვართან, გვიან ღამით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთების მუშათა პარტიის წევრებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.

CNN Turk-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, ორი დაშავდა.

სროლის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაცია დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები