არეულობა თუ სამოქალაქო ომი ესპანეთში – რა ვითარებაა ბარსელონაში

ბარსელონას ქუჩებში არეულობა წუხელ, გვიან ღამით, ისევ გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს უკიდებდნენ ცეცხლს, ავეჯის მაღაზიებს არბევდნენ, ქვებს ისროდნენ და სამართალდამცველების მისამართით პეტარდებს ისროდნენ.
გარდა ამისა, დემონსტრანტებს ხის ჯოხები ეჭირათ, რომელზეც ლურსმნები იყო დამაგრებული.
არეულობა უკვე მესამე დღეა გრძელდება.
წუხანდელი არეულობის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 46 პოლიციელი, 33 დაკავებულია.
სამართალდამცავ უწყებაში განაცხადეს, რომ აქციაზე 13 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
La Vanguardia აღნიშნავს, რომ წინა დღეებთან შედარებით წუხანდელ აქციაზე ადამიანების ნაკლები რაოდენობა იმყოფებოდა.
სახანძრო სამსახური მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.
კატალონიაში საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ დაიწყო. სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დააორგანიზეს, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეზე კარლეს პუჩდემონზე კი ევროპის ორდერი მეორედ გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები